წიგნში ფრიდრიხ ნიცშესა და კონსტანტინე გამსახურდიას ურთიერთმიმართების საკითხის ფილოსოფიური ანალიზია მოცემული. ავტორის აზრით, ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფია კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში თავისუფლების ფილოსოფიად ტრანსფორმირდება, რაზეც მიანიშნებს წიგნის სახელწოდება „თავისუფლების ფილოსოფია საქართველოში“. წიგნს თან ერთვის გერმანელი მწერლისა და პუბლიცისტი ქალის – ჰედვიგა დომის ესეის – „ნიცშე და ქალები" – პოეტ ჯემალ შონიას მიერ შესრულებული ქართული თარგმანი.