,,წინამდებარე წიგნის შექმნის იდეა სწორედ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული ამ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოიშვა საბედნიეროდ, ძველაღმოსავლური წყაროები საშუალებას გვაძლევენ შევიტყოთ უფრო მეტი საქართველოს უძველესი პერიოდის შესახებ. ასევე შევეცადეთ, ისტორიულ მიმოხილვაში ჩაგვერთო ყველა ის სიახლე რაც თანამედროვე მსოფლიო ისტორიულმა სამეცნიერო დისციპლინებმა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ამ საკითხებთან დაკავშირებით მოიპოვეს და შეიმუშავეს. წიგნის სიახლე ისაა, რომ უახლეს არქეოლოგიურ და ენათმეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ და წარმოვადგენთ ჩვენს მოსაზრებას ქართული ეთნოსისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზეზებზე".