„სტრუქტურა და პოეტიკა“ (ქართული ფოლკლორი, IX ტომი) – პრობლემური კრებულია. მასში განხილულია ქართული ხალხური შემოქმედების ჟანრები და მათი თვალსაჩინო ნიმუშები, მხატვრული სტრუქტურისა და პოეტიკის თვალსაზრისით. ტიპოლოგიური და შედარებითი ძიებების დროს ქართულ მასალას ავტორები უდარებენ ქართველურ და კავკასიურ ენებზე ფიქსირებულ ფაქტებს, აგრეთვე უფრო შორეულ ხალხთა ფოლკლორს.