,,ვწერ ყოველთვის იმის შესახებ, რაც მტკივა, რაც მაღელვებს, რაზეც ვფიქრობ და ვოცნებობ... ჩემი ტკივილი, ჩემი ფიქრი და ოცნება – ჩემი სამშობლო, საქართველოა, თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით... ვწერ სიყვარულსა და მშვენიერებაზე, სიკეთესა და სათნოებაზე, პოეტსა და პოეზიაზე, ვწერ ადამიანზე მთელი თავისი გარემომცველი სამყაროთი და პრობლემებით... ერთი სიტყვით, ვწერ ყოველივე იმაზე, რაც იყო, არის და კვლავაც იქნება ჭეშმარიტი ხელოვნების საგანი... ვწერ ძალიან უბრალოდ, მარტივად, ძალდაუტანებლად, ყოველგვარი იაფფასიანი მოდური გატაცებების, ზედმეტი ზიზილ-პიპილოებისა და ლიტერატურული ჟონგლიორობის გარეშე, ანუ ტრადიციულად, კლასიკური ფორმით, რადგან მიმაჩნია, რომ პოეზიისათვის უმთავრესი სიმართლე და გულწრფელობაა... გულწრფელი და სიყვარულის გრძნობით გამთბარია, ძვირფასო მკითხველო, ეს სტრიქონებიც... მადლობა უფალს, რომ კიდევ ერთხელ მეძლევა შენთან შეხვედრის შესაძლებლობა... ვინძლო გაგვემართლებინოს ერთმანეთის იმედები" – მიხეილ ღანიშაშვილი.