ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სულხან-საბა ორბელიანის იგავთმეტყველება

გამოცემის წელი2009
გამომცემლობადედაენა

სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკული თხზულების „სიბრძნე სიცრუისას“ იდეურ-კომპოზიციური სისტემა და მისგან გამომდინარე ავტორისეული სათქმელის იგავურად მიწოდების (არაკობის) წესის კვალიფიკაცია პირველად გახდა მონოგრაფიული შესწავლისა და კვლევის საგანი, რომლის დროსაც ასევე პირველადაა მოხმობილი სულხან-საბას სალექსიკონო განმარტებანი „ლექსიკონი ქართულიდან“. წარმოდგენილია არაკისა და იგავის ლექსიკურ-ტერმინოლოგიური და მხატვრულ-ფუნქციური განვითარების, მათი ლექსიკურ-სემანტიკური ცვალებადობის კვალიფიკაცია, წარმოჩენილია არაკისა და სახარების იგავის გამიზნულობა და დადგენილია არსობრივი განსხვავება მათ შორის. გამოვლენილია სულხან-საბასეული არაკობის (იგავური თხრობის წესის) მხატვრულ-ფუნქციური თავისებურება და დადგენილია მისი (არაკობის) ორკეცი მიზანდასახულობა – იგავური სახისმეტყველებითი და იგავური სიბრძნისმეტყველებითი.