წინამდებარე სტატიათა კრებული წარმოადგენს რეაქციას ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილისა და ფილოლოგის, პუბლიცისტ ნოდარ გრიგალაშვილის ერთობლივ მცდელობაზე, "ახლებურად" გაიაზრონ ილიას მკვლელობის საკითხი. ავტორის აზრით, ამჯერად საქმე გვაქვს პრობლემის გაუბრალოებასთან, მის უმთავრესად "ვიღაც იმერელთან" იდენტიფიკაციაზე დაყვანასთან (განსაკუთრებით უკანასკნელის მხრივ). ავტორის რწმენით, უკანასკნელი იყო არა მცხეთელი ყაჩაღი ილიკო იმერლიშვილი, არამედ დიდი რენეგატი (ეროვნულობის, პატრიოტიზმის თვალსაზრისით) სერგო ორჯონიკიძე.