,,ოდესმე, ალბათ, ეს წიგნი გაგვახსენებს, რაც ხდებოდა ამ უცნაურ ჟამს ჩვენს თავს. მნიშვნელოვანი და არსებითი განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სოფიკო შევარდნაძე ამ არაორდინალურ მდგომარეობაშიც კი (პანდემიის დროს) პოულობდა უჩვეულო თანამოსაუბრეებს: ვირუსოლოგებსა და მხატვრებს, ეკონომისტებსა და ფუტუროლოგებს, ნობელის პრემიის ლაურეატებსა და ინტელექტუალური ბესტსელერების ავტორებს. და სანამ წიგნის ავტორი, ამ მშფოთვარე თვეებში ცხოვრებას უმკლავდებოდა, მისი ინტერვიუების გმირები გვიხსნიან, რა ხდება ჩვენს თავს".