,,წინამდებარე პუბლიკაციაში შევეცდებით შევაფასოთ პოსტ–კონფლიქტური რეალობა და ის ცვლილებები, რომლებიც რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულებიდან ერთ წლის შემდეგ მოხდა. ამ მიზნის მისაღწევად ვისაუბრებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თავისებურებებზე, მონაწილეებზე, რეგიონულ ძალებზე პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში და იმ გავლენაზე, რომელიც 2020 წლის სექტემბერში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა საქართველოს უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე მოახდინა. გასაგები მიზეზების გამო ცალკე გამოვყოფთ საქართველოს საკითხს, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ".