ნაშრომი მოიცავს არაბთა ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს წინაისლამური ეპოქიდან XV საუკუნის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ისლამის გავრცელება, არაბთა დიდი დაპყრობები, უმაიანთა და აბასიანთა სახალიფოები, არაბები და საქართველო, არაბულ-ისლამური ცივილიზაცია სათანადოდაა წარმოდგენილი სხვადასხვა დროს აღმოცენებული ისლამური სახელმწიფოების (ფატიმიანები აიუბიანთა და მამლუქთა სასულთნო, უმაიანთა საამირო და სახალიფო ესპანეთში) ისტორია. წიგნს თან ერთვის ძირითადი წყაროებისა და სპეციალური ლიტერატურის ვრცელი სია, რაც აადვილებს ამა თუ იმ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას.