წიგნში განხილულია ხელოვნური ნეირონული ქსელების თეორიის ძირითადი მიმართულებები. ავტორები ეყრდნობიან ქართულ და საზღვარგარეთის შესაბამის ლიტერატურულ წყაროებში ასახულ სამეცნიერო და სასწავლო მეთოდოლოგიურ მასალებსა და საკუთარ ნაშრომებს ნეირონულ ქსელებში, გამოთვლით სისტემებსა და სახეთა ამოცნობაში. აღწერილი ხელოვნური ნეირონული ქსელების უმეტესობის რეალიზება შესაძლებელია პერსონალურ კომპიუტერზე.