წიგნი წარმოადგენს მონოგრაფიას, რომელიც ასახავს XX საუკუნის I ნახევრის ფრანგი მწერალი ქალის – კოლეტის ცხოვრებას და მის შემოქმედებით პრინციპებს, ადგილს უთმობს კოლეტის სუბიექტურ-ფსიქოლოგიური რომანების პოეტიკისა და ტექნიკის სპეციფიკის განსაზღვრას. ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და ფრანგული ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველისთვის.