,,წიგნის პირველ თავში განხილულია კონკურენციის სამართალში ევროპის კავშირის ორგანოების სტრუქტურა, მათი კომპეტენცია და სამართლებრივი საფუძვლები. მასში ამ ორგანოების სისტემაში ცენტრალური ადგილი უკავია ევროპის კავშირის კომისიას, რაც პირველ რიგში კონკურენციის ნორმების დაცვაში, მათი დამრღვევების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების ვალდებულებაში გამოიხატება. ნაშრომი გამოწვლილვით იკვლევს კომისიის ამ ვალდებულების განხორციელების პირობებსა და ფარგლებს. ამ ასპექტში საყურადღებოა კომისიისადმი მიმართვის პროცედურა, მიმართვის უფლების მქონე პირების ანალიზი, ასევე საჩივრის განხილვის ეტაპები. განსაკუთრებით საყურადღებოა მტკიცების ტვირთი, რომელიც კომისიას ეკისრება, თუმცა მტკიცების გარკვეული სტანდარტის შესრულების შემდეგ ეს ტვირთი ეკონომიკურ აგენტზე გადადის" – ლადო ჭანტურია.