ზოგიერთ სხვა მარქსისტულ თხზულებათა მსგავსად ეს შრომა შემთხვევითია, პოლემიკის ნაყოფი. კამათმა, რომელიც მე გასული წლის სექტემბერში „Vorwärts"-ის რედაქციის მაშინდელ უმეტესობასთან გავმართე, მაიძულა ამ უმეტესობის „ეთიკურ ტენდენციებსაც“ შევხებოდი. ჩემს დასკვნებს ამ კითხვის შესახებ ერთი მხრით ისე ყალბათ ხსნიდენ, ხოლო მეორე მხრით ამ დასკვნებმა იმდენ მოთხოვნათა წამოყენება გამოიწვიეს ჩემს მიმართ, რათა მე ეთიკაზე თავისი შეხედულება უფრო ვრცლათა და სისტემატიურათ გამომეთქვა, რომ იძულებული შევიქენი ეთიკის განვითარება ისტორიის მატერიალისტური გაგების თვალსაზრისით მოკლეთ მაინც გამეშუქებია. ამასთან მე ვემყარები იმ მატერიალისტურ ფილოსოფიას, რომელიც, ერთის მხრით, მარქსმა და ენგელსმა, ხოლო მეორეს მხრით, თუმცა სხვა მანერაზე, მაგრამ იმავე აზრით – იოსებ დიცგენმა დაასაბუთა. დასკვნებში კი, რომლებსაც მე მივაღწიე, საკუთრად მე ვარ პასუხისმგებელი.
ავტორი