,,დავით წერედიანის ლექსებში იგრძნობა განსაკუთრებული ხასიათი, პიროვნული და შემოქმედებითი ხასიათი. მის ხელში სიტყვას ჯადოსნური საფანელი აქვს მოკრებილი და პოეტური ზემოქმედების „იარაღად“ არის გადაქცეული. საგნები ქმნიან პოეზიას – შენ თვალწინ, შენი თანდასწრებით. მშვიდი, სასაუბრო ინტონაცია შემპარავად, საყვარელი მელოდიასავით აღვიძებს ფანტაზიას. ყველაფერი გესმის, მაგრამ ახსნა გიჭირს, რადგან ეს აზრის მუსიკაა" – ივანე ამირხანაშვილი.