შუა საუკუნეები მნიშვნელოვანი ეპოქაა, რომელიც ევროპაში V-დან XV ს-მდე გრძელდებოდა (სხვაგან უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა). ის უამრავ მოვლენასა თუ სიახლეს მოიცავს: რომაული სამყაროს დარღვევა, ქრისტიანობისა და ისლამის გავრცელება, ახალი სამეფო-სამთავროების გაჩენა, ფეოდალიზმის დამკვიდრება, ჭიდილი რომის მემკვიდრეობისთვის, რომის პაპებისა და გერმანელი იმპერატორების დაპირისპირება, მონასტრული ცხოვრების აღორძინება, ჯვაროსნული ომები, ორდენების დაარსება, თურქ-სელჩუკთა, მონღოლთა ლაშქრობები, შავი ჭირის გავრცელება.