წინამდებარე ნაშრომი ზურაბ ხასაიას მრავალწლიანი კვლევისა და ფიქრის შედეგია. მასში სისტემის სახითაა გადმოცემული ფილოსოფოსის ორიგინალური თვალსაზრისი სამყაროს არსისა და მასში ადამიანის ადგილის შესახებ. ამიტომ წიგნში თავს იყრის მეტაფიზიკის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, ეთიკის, სოციალური ფილოსოფიის, ისტორიის ფილოსოფიის შემეცნების თეორიისა და ესთეტიკის საკვანძო საკითხები.