წიგნში შესულია სამეცნიერო-პოპულარული და სამეცნიერო ნარკვევები საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე. ნარკვევებს ძირითადად ერთი თემა აერთიანებთ – აფხაზეთი. მათში განხილულია აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიის საკითხები.