,,ამ წიგნის დაწერის სურვილი დიდი ხანია მქონდა. მინდოდა საზოგადოებისა და ჩემი კოლეგებისათვის გადმომეცა ის გამოცდილება, რაც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში დამიგროვდა. ბოლო წლების პრაქტიკული საქმიანობისა და მუდმივად ცხელ წერტილებში ყოფნის გამო ადრე ამის საშუალება არ მქონდა. მძლავრი იმპულსი პრესაში, ტელევიზიასა და პარლამენტში გაჩაღებულმა დებატებმა მომცა, რომელიც ნარკოტიკის არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენებისა და პირადი მოხმარების მიზნით შენახვის ლეგალიზებას შეეხებოდა. ასე დაიბადა წიგნი „XXI საუკუნის გამოწვევა“" – ჯემალ ჯანაშია.