ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება.