,,ნიკოლოზ კვარაცხელიამ ამ პროექტზე 2015 წელს იმუშავა. მან გამოკითხა 11-დან 57 წლამდე ასაკის ადამიანები. შეკითხვა ასეთი იყო: ცნობილი ადამიანების რომელმა ფრთიანმა ფრაზამ მოახდინა თქვენზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა და რომელმა შეცვალა რაღაც თქვენს ცხოვრებაში. ასევე, ნიკომ რესპონდენტებს სთხოვა ეპასუხათ: კონკრეტულად რა გავლენა მოახდინა მათზე ამ ფრაზებმა. დიდხანს აგროვებდა ასობით ფრთიან ფრაზას და საბოლოოდ წიგნად შეკრა. რადგან საკმაოდ ბევრი მასალა დაუგროვდა, გადაწყვიტა, წიგნში ის ფრთიანი ფრაზები შეეტანა, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს მკითხველებსა და მასზე. თქვენც გაქვთ საშუალება, გაეცნოთ ნიკოს შეკრებილ ამ ფრაზებს".