ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ანთიმოლოგიური შტუდიები

წინამდებარე მონოგრაფიული ნაშრომი ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის ტექსტებისა და შემოქმედებითი გზის ფუნდამენტური კვლევის შედეგების ვრცელი გამოცემაა. ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის შტუდიები, მათ შორის, ქართული ფესვების ძიება, ქართული კულტურის, როგორც ევროპულის განუყოფელი ნაწილის, რეპრეზენტაციის საშუალებას გვაძლევს და ცხადყოფს, რომ ქართული კულტურა დღესაც ღიაა დიალოგისათვის და მისი წარმატებული განხორციელებისათვის შინაგანი რესურსი გააჩნია. მონოგრაფია ხუთი მკვლევრის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების კალეიდოსკოპურ მთელს ქმნის. ის ეძღვნება ანთიმოზ ივერიელის ნააზრევის მანამდე უკვლევი ასპექტების ანალიზს, რომელსაც მთავარ ხაზად გასდევს კვლევის საგნის დროით-სივრცითი საზღვრების გახსნა-გაფართოება, რაც გულისხმობს როგორც სინქრონულ-დიაქრონიულ ასპექტზე მის ფოკუსირებას, ისე საკვლევი თემის შესწავლა-ანალიზის პროცესში ეპოქების, რეგიონების, კულტურების და ენების იდენტობების რეზონირების ანალიზს.