ნატალი ნობელიანტი რუსი მწერლის, ივან ბუნინის მოთხრობების კრებულია, რომლებიც მისივე წიგნიდან „ბნელი ხეივნიდანაა“ თავმოყრილი. ცნობილია, რომ ივან ბუნინი მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან საფრანგეთში გაემგზავრა ემიგრაციაში, ვინაიდან მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი „თეთრგვარდიული“ ინტერესები. მისთვის ნობელის პრემიის მინიჭების ოფიციალურ გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „შვედეთის აკადემიის 1933 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ამ წლის ნობელის პრემია მიენიჭა ივან ბუნინს. იმ ჭეშმარიტი არტისტული ტალანტისათვის, რომლითაც მხატვრულ ნაწარმოებებში შექმნა ტიპური რუსული ხასიათები, განავითარა რუსული კლასიკური პროზა“.