მონოგრაფიაში ფართოდაა მოხმობილი აღმოსავლეთ მცირე აზიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა. გათვალისწინებულია ენობრივი მონაცემები (ეთნონიმიკა, ტოპონიმიკა, ჰიდრონიმიკა, ორონიმიკა...). ასევე სრულადაა წარმოჩენილი საკვლევი პრობლემის ირგვლივ არსებული ქართული და უცხოენოვანი მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა. უყურადღებოდ არც ლექსიკოლოგიური და კარტოგრაფიული ხასიათის გამოცემებია დარჩენილი. ავტორი არაერთ ახალ მოსაზრებას გვთავაზობს, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვიანხეთური ხანის სამეფო სამთავროთა (თაბალი, თუნა, თუხანი, შინუხთუ, ხილაქუ, მუშქების ქვეყაჩა, მელიდი, გურგუმი, კუმუხი) ისტორიის ცალკეულ ასპექტებში ღრმად ჩავიხედოთ.