,,ბერტოლდ ბრეხტის (1898-1956) რჩეული ლექსების წინამდებარე კრებულით X საუკუნის ეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ხელოვნების ფუნქციის ძირეულად გარდამქმნელი გერმანელი მწერალი და დრამატურგი ქართველ მკითხველს შედარებით სისტემური სახით პირველად წარუდგება, როგორც პოეტი. ბრეხტის სახელი რამდენადაც მჭიდროდ დაუკავშირდა (გვიანსაბჭოთა) ქართული თეატრის რამდენიმე ლეგენდარულ დადგმას, იმდენადვე მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი და უსაშველო მოცულობის პოეტური შემოქმედება შემოიფარგლა თითო-ოროლა ლექსის გადმოთარგმნით. ის კარნავალურობა, რა ფორმითაც გვიანსაბჭოთა ქართულმა სცენამ აიტაცა ბრეხტის თეატრი, გარკვეულწილად მასში მფეთქავი კრიტიკული იმპულსის ხარჯზეც, სრულიად უფუნქციო გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელოვანთათვის გაქრა ყბადაღებულ „ეზოპეს ენაზე“ საუბრის საჭიროება, ხოლო ბრეხტის ძირეულად ახლებური ათვისება კი აღარ მომხდარა" – ლუკა ნახუცრიშვილი.