წიგნში გაშუქებულია საქართველოს სახალხო პოეტის, აკადემიკოს გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ადრეული პერიოდი. გამოვლენილია არაერთი უცნობი ნაწარმოები და ბიოგრაფიული ფაქტი. განსხვავებულად არის კვალიფიცირებული ბევრი რამ. ავტორი გალაკტიონის ხასიათისა და პოეტური განწყობილების საიდუმლო კუნძულების აღმოჩენას ესწრაფვის, ყურადღებას ამახვილებს შემოქმედის ფორმირების განმსაზღვრელ პირობებსა და მიზეზებზე. არკვევს პოეტისა და
საზოგადოების ურთიერთობას, აანალიზებს ლირიკულ შედევრებს...