წიგნი საშუალებას გვაძლევს ღრმად ჩავწვდეთ ორგანიზმებში მიმდინარე კატაბოლურ პროცესთა შინაგან ბუნებას. ცოცხალი უჯრედი განიხილება გარე სამყაროსთან მჭიდრო კავშირში მყოფ ღია თერმოდინამიკურ სისტემად. იგი შესაძლებელს ხდის უფრო მასშტაბურად შევხედოთ ცოცხალის მოლეკულური ლოგიკის არსს მთელ სამყაროსთან მიმართებაში. ნაშრომში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი მეტაბოლური გზები შესაბამისი საკვანძო ფერმენტების მოქმედების, მათი რეგულატორული ფუნქციისა და პროცესთა ენერგეტიკული ღირებულების გათვალისწინებით.