ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეძღვნება XIX საუკუნის პირველი მეოთხედის აღმოსავლეთ საქართველოს აღწერას, განსაკუთრებით საინტერესოა თბილისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის ავტორისეული ანალიზი და ქალაქის ეკონომიკური განვითარების შესახებ შემოთავაზებული პერსპექტიული გეგმა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ცნობები როგორც ქართველების, ისე საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენელთა (მათ შორის - გერმანელი კოლონისტების) შესახებ; ამასთანავე, თხზულება შეიცავს უაღრესად საინტერესო მასალებს კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის მოსახლეობაზე (ოსები, ინგუშები, დაღესტნელები და სხვ.), კავკასიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველი აქვე გაეცნობა ავტორისეულ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს სტრატეგიული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებზე, როგორიც იყო აღნიშნულ ეპოქაში ბაქო, ასტრახანი, ვლადიკავკაზი, დერბენდი და სხვ.