ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ნისლისა და მრისხანების სამეფო

მთარგმნელინინო შეყილაძე
გამოცემის წელი2021
გამომცემლობაპალიტრა L

სარა ჯ. მაასის მიერ შექმნილი სამყარო წარმოსახვის საზღვრებს სცდება და ”ეკლებისა და ვარდების სამეფოს“ მეორე ნაწილში სიუჟეტი გამაოგნებელი და დამატყვევებელი სისწრაფით ვითარდება. ფერა ემერანთას მარწუხებს დაუსხლტდა და გაზაფხულის სამეფოში დაბრუნდა. თუმცა ამისათვის მან დიდი საფასური გადაიხადა. მართალია, ფერა ახლა უკვე მაღალი ფეის ძალების მფლობელია, გულით ის მაინც ადამიანია; სწორედ ამიტომ ვერ ივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელიც ტემლინის ფერიების გადასარჩენად ჩაიდინა. ფერას არც რისენდთან, ღამის სამეფოს თავზარდამცემ მაღალ ლორდთან, დადებული გარიგება დავიწყებია. იმ დროს, როცა ფერა ნებდება ვნებასა და თავბრუდამხვევ ძალაუფლებას, განუზომელი ბოროტება ძალებს იკრებს. მისი შეჩერება კი მხოლოდ ფერას ძალუძს. ოღონდ ამისათვის საჭიროა, მან თავისი ახალი ძალები დროულად გამოავლინოს და მათი მართვა შეძლოს. მანამდე კი ფერამ დასნეულებული სული უნდა გაიმთელოს და გადაწყვიტოს, როგორ აპირებს საკუთარი თუ შუაზე გახლეჩილი სამყაროს გადარჩენას.