რობერტ კიოსაკის ეს ბესტსელერი ეძღვნება დროის რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების საკითხებს, დროის ნამდვილ აქტივად გადაქცევის ხერხებსა და მეთოდებს. კიოსაკი ასწავლის, როგორ უნდა გაანაწილოთ ღვთისგან ბოძებული დრო ისე, რომ ის, როგორც „აქტივი“, იზრდებოდეს. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ პრიორიტეტებს და ისწავლით დროის ეფექტიან ხარჯვას მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებაზე, თქვენ მოიპოვებთ ისეთ ძალაუფლებას ცხოვრებაზე, რაზეც შეგიძლიათ მხოლოდ იოცნებოთ.