ერთ დღეს რომანის მთავარი გმირი გააცნობიერებს, რომ რუტინული ცხოვრება მობეზრდა და ის რადიკალურად უნდა შეცვალოს. ასე აღმოჩნდება საიდუმლოებით მოცული ქალის იახტაზე, რომელიც, თავის მხრივ, ეძებს გიბრალტარელ მეზღვაურს - უგზო-უკვლოდ დაკარგულ საყვარელ ადამიანს. ამ ორს შორის იბადება გრძნობა, რომელიც დღითი-დღე ძლიერდება, თუმცა ქალი აგრძელებს გიბრალტარელი მეზღვაურის ძებნას. თუ იპოვის, მათ სიყვარულს საფრთხე დაემუქრება?