,,როგორც ცნობილია, ბაიათი ჩვენი ფოლკლორის ყველაზე გავრცელებულ ჟანრთაგანია. მათი უმრავლესობა შინაარსობრივად მწუხარების, სევდის ამსახველია. მიუხედავად იმისა, რომ ნოსტალგიის, განშორების, სამშობლოს სიყვარულის გამომხატველი ბაიათები ჭარბობს, მაგრამ მათ გვერდით ჩვენ ასევე ქალ-ვაჟური ტრფობისა და სოციალური შინაარსის მატარებელი ბაიათებიც გვხვდება. სულ ოთხი სტრიქონისგან და ყოველ სტრიქონში შვიდი მარცვლისგან შემდგარი ბაიათები ერთი მოზრდილი ნაწარმოების შინაარსს იტევს" – ნამიგ ალიევი.