ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

პარატაქსულ-ჰიპოტაქსური კონსტრუქციები სვანურში

გამოცემის წელი2022
გამომცემლობაუნივერსალი

ნაშრომში „პარატაქსულ-ჰიპოტაქსური კონსტრუქციები სვანურში“ განხილულია სვანური რთული წინადადების სინტაქსის ის საკითხები, რომლებიც აქამდე კვლევის ობიექტი არ ყოფილა, ან განსხვავებული შეხედულებები იყო გაზიარებული. შესაბამისად საანალიზოდ წარმოდგენილია რთული წინადადების შემდეგი ძირითადი ტიპები: პარატაქსული (თანწყობილი) და ჰიპოტაქსური (ქვეწყობილი) კონსტრუქციები; თანწყობილ წინადადებათა შეერთების საშუალებანი; რთული ქვეწყობილი წინადადების აგებულებისა და შედგენილობის საკითხები; დამოკიდებული წინადადებები (ქვემდებარული, დამატებითი, განსაზღვრებითი, შემასმენლური, გარემოებითი (ადგილისა, დროისა, ვითარებისა, მიზეზისა, მიზნისა, პირობითი დამოკიდებული) ფუნქციის მიხედვით; ზერთული (ნარევი) წინადადებანი; შეკვეცილი რთული წინადადებები და სხვ.