მონოგრაფიაში შესწავლილია პოსტკომუნისტური ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის პრობლემები ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. მასში დასაბუთებულია ენერგოეკოლოგიური ფაქტორის, როგორც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი დეტერმინანტის, არსი და მნიშვნელობა. გამოკვლეულია საქართველოში ენერგორესურსების რაციონალურ გამოყენებასა და გარემო ბუნების დაცვაზე ორიენტირებული ენერგოეკოლოგიური ბაზრის ფორმირების მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმი.