სახელმძღვანელოში შეძლებისდაგვარად გადმოცემულია დასავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, აღმოსავლეთის ქვეყნების და ამერიკის თეატრების ისტორია, ეგზისტენციალიზმის ეპოქიდან დაწყებული პოსტმოდერნული და პოსტ პოსტ მოდერნული თეატრით დასრულებული. სახელმძღვანელოს მიზანია ამ პერიოდის თეატრისა და დრამატურგიის არსობრივი მახასიათებლების, განვითარების, წამყვანი ტენდენციების, მნიშვნელოვანი ნიმუშებისა და მიმდინარეობების, სათეატრო ხელოვნების ძირითადი ფორმებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების, განმსაზღვრელი ნაწარმოებების, ასევე დადგმების, წარმომადგენლების (რეჟისორები, დრამატურგები, სცენოგრაფები, მსახიობები, მკვლევრები და ა.შ.) შესწავლა.