წინამდებარე წიგნის მიზანია, გააცნოს მკითხველს კავკასიის ხალხთა ისტორიის ცვლის დინამიკა, მიზეზები, შედეგები და პერსპექტივები; გააცნოს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული პრობლემების არსი, წარმომშობი მიზეზები, დღევანდელი ვითარება და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ხედვები კავკასიის მომავლის შესახებ ალტერნატიულ ასპექტებში, აგრეთვე თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში კავკასიის რეგიონალიზაციის მთავარი ვექტორები (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, კულტურულ-ცივილიზაციური); გააცნოს ისტორიული და თანამედროვე წინაღობები, რომლებიც კავკასიის რეგიონის ინტეგრაციას გააჩნდა და გააჩნია დღესაც, ამ წინაღობათა დაძლევის ისტორიული კანონზომიერებანი, კავკასიის თვითმყოფადობის გადარჩენისა და განვითარების შესაძლებლობები.