მათემატიკური ანალიზის მესამე ტომი წარმოადგენს უკვე გამოცემული ორი ტომის გაგრძელებას და მომზადებულია უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, იგი შეიცავს ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისა და ვარიაციათა აღრიცხვის თეორიასა და პრაქტიკუმს. წიგნით სარგებლობა შეუძლიათ აგრეთვე უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის, პედაგოგიური ინსტიტუტების ფიზიკა-მათემატიკისა და უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებსაც.