ნაშრომის მიზანია, რეტროსპექტიულად მიმოიხილოს ჯეიმზ ჯოისის კვლევის ისტორია საქართველოში. ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან სამეცნიერო შრომებზე, რომლებიც ქართველმა ჯოისოლოგებმა გამოაქვეყნეს ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ასევე ჯეიმზ ჯოისისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სხვა სანიშანსვეტო მოვლენებზე ქართული ჯოისიანას ისტორიაში.