წიგნში აღმოსავლური (ჩინურ-იაპონური) ასტროლოგიის მიხედვით განხილულია ზოდიაქოს ნიშნების ასტროფსიქოლოგიური დახასიათება, მათი დადებითი და უარყოფითი თვისებები. ცალკეა გამოყოფილი ხუთი სტიქიის მიხედვით ზოდიაქოს ნიშნების ანალიზი. ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით აღწერილია მამაკაცისა და ქალის ხასიათის ძირითადი თვისებები. ასევე ზოდიაქოს ნიშნების აღწერა ოჯახთან, სამსახურთან, სიყვარულთან, სექსთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე – როგორი კავშირი აქვს თითოეულ მათგანს აღმოსავლური ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან.