„„დარეკე! დაუბარე!“ ექოების წიგნია. ყორნების ნახმევის მოხელთება მწერლების საქმეა. ეს ფრინველები კი, უფრო ხშირად, მარადისობის საზღვრებს, საიქიო-სააქაოს ჯებირებს დასტრიალებენ. სწორედ ეს ექოები ისმის ზვიად კვარაცხელიას წიგნში ისევე მკაფიოდ, სულისშემძვრელი სევდითა და თვალუწვდენელი იმედით, როგორც ეს მხოლოდ ყორნებს შეუძლიათ".