წიგნში განვითარებული ზოგი თვალსაზრისი წლების განმავლობაში საქართველოს უნივერსიტეტებში წაკითხულ პროგრამულ თუ საჯარო ლექციების და სემინარების (გასული საუკუნის 90-იანი წლები) წყალობით წარმოიშვა, რისთვისაც ავტორი იმჟამინდელი თაობის ყველა ყურადღებიანი მსმენელის მადლობელია. ამგვარი სახელწოდების და თემატიკის წიგნის დაწერის ბიძგი ავტორს – მარტინ ბუბერის სტატიამ მისცა, სათაურით „ბიბლიური წინამძღოლობა“, რომელიც მას მოხსენებად ჰქონდა წაკითხული 1928 წელს მიუნხენში.