,,ერთი მუჭა ვესთერნი" მიმოიხილავს ამერიკული კინოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრს ვესთერნს, მის ისტორიას, წარსულსა და აწმყოს. ავტორები იმ კინომოღვაწეებს გვაცნობენ, რომელთაც ვესთერნის განვითარებას დიდი ამაგი დასდეს. წიგნში მთავარი აქცენტი გადატანილია ორ მეამბოხე და ნოვატორ რეჟისორზე, რომელთაც გადატრიალება მოახდინეს არა მარტო ვესთერნში, არამედ საერთოდ კინემატოგრაფში. ესენი არიან სერჯიო ლეონე და სემ ფექინფა.