“გარეჯის ეპიგრაფიკულ ძეგლებში” წარმოდგენილია საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო გაერთიანების, ქართული სულიერი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის, დავით გარეჯის მრავალმთის VII-XIX საუკუნეების ქართული და
უცხოენოვანი წარწერები. მრავალტომეულში თავმოყრილი მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაკაწრი წარწერებია, ე.წ. გრაფიტები; მათთან ერთად ქეეყნდება ისტორიული ხასიათის ფრესკული და ლაპიდარული წარწერები.