წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის“ სამეცნიერო საძირკველს. იმ ფუნდამენტურ მეცნიერულ ძიებათა შედეგები, რომლებიც მატიანის ანოტაციებში, გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან მოკლედ აისახა (ორიოდე სიტყვის ჩანაცვლებით ან ჩამატებით, თითო დაზუსტებული რიცხვით და სხვ.), აქ სრულად არის წარმოდგენილი. მკითხველს საშუალება ეძლევა თვალი მიადევნოს კვლევისა და არგუმენტირების მთლიან პროცესს.