სახელმძღვანელოში წერილობით წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალასა და ეპიგრაფიკულ ძეგლებზე დაყრდნობით განხილულია ადრეული ქრისტიანობის (325 წ. ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამდე) ისტორია რომის იმპერიის მაგალითზე. გაანალიზებულია პირველი მსოფლიო მონოთეისტური რელიგიის არსი, გავრცელების არეალი, მისი მიმდევრების დევნის რაოდენობა, მიზეზები, ქრისტიანთა პროცენტული შემადგენლობა რომის იმპერიაში. მოცემულია რომის იმპერატორთა სრული ნუსხა.