რევაზ სირაძის კრებულის კომპოზიციური რკალი მოიცავს მრავალფეროვან თემატიკას, იწყება მკითხველის როლის გამოკვეთით და სრულდება დუმილის ესთეტიკით. ამ ორ მნიშვნელოვან ცნებას, კატეგორიას შორის მოქცეულ საკითხთა წყება, შეიძლება ითქვას, ერთდროულად ქრონოლოგიურ პრინციპსაც ეფუძნება და თემატურსაც, მათ შორის კავშირი რეალისტურ- ლოგიკურიცაა და სიმბოლურიც. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემაში იბეჭდება პირველად რევაზ სირაძის ჩანაწერები ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტერში გატარებული დღეების შესახებ.