,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მკითხველს სთავაზობს სამეცნიერო-პოპულარულ ნარკვევს „ქსნის ერისთავიანთ ქალების“, მეორე, გადამუშავებულ გამოცემას რომელშიც საინტერესოდ არის წარმოდგენილი მთელი გალერეა ამ საგვარეულოს წარჩინებული ქალებისა, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ თავის სახელოვან მამებს, ძმებს, მეუღლეებსა და მამამთილებს. წიგნი საინტერესოდ იკითხება, შეიცავს დღემდე უცნობ საარქივო მასალას და ნამდვილად აღძრავს მკითხველის ინტერესს" – გულიკო მჭედლიძე.