წიგნში ასახულია ქვემო იმერეთში ხონის რაიონში, ახალი სოფლის დამფუძნებელი მესხებისა და მათი შთამომავლების ცხოვრება, გაცოცხლებულია ახალშენის ასწლიანი ისტორია თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ეპიზოდებით. აქვე წარმოდგენილია ახალშენელთა განვლილი ცხოვრების უტყუარი დოკუმენტები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები, მეტყველების ნიმუშები და ტოპონიმები.