სახელმძღვანელოს მიზანი ძირითადი სტატისტიკური მეთოდების კონცეპტუალური განვითარების აღწერა და სოციალურ მეცნიერებებში მათი გამოყენებაა. ამ მიზნის მისაღწევად მკვეთრი აქცენტი კეთდება თანამედროვე კვლევაში არსებული პრობლემების სოციალურ მეცნიერებებში გამოყენებაზე, რადგან რეალურად არსებული პრობლემები უფრო ადეკვატურად ახდენენ მეცნიერულ კვლევაში სტატისტიკური ანალიზის აუცილებლობის ილუსტრირებას.