ნაშრომში განხილულია გლობალიზაციის სხვადასხვა ასპექტები და საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობის მახასიათებელი ნიშნები, ახალი ეკონომიკის პრინციპები და ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების როლი გლობალური ეკონომიკის ფორმირებაში, სამეურნეო ცხოვრების ტრანსნაციონალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, ეკონომიკური ინტეგრაციის წანამძღვრები და რეალური შესაძლებლობები, ინოვაციების როლი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში და ვენჩურული კაპიტალის მნიშვნელობა, ქვეყნების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის, საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის, მსოფლიო ფინანსური ბაზრის ფუნქციონირების, საგარეო დავალიანების, გლობალური ფინანსური კრიზისის საკითხები, აგრეთვე საგანმანათლებლო და სადაზღვევო მომსახურების მსოფლიო ბაზრების განვითარების ტენდენციები.