„„ამერიკულად ნაწერი“ წიგნი, რომელიც მწერალს ხელში ჩაუვარდა და მკითხველის პატივსაცემად მისი თარგმანება გადაწყვიტა, ისეთივე დაუდგენელი ტექსტია, როგორც ყველა სხვა დიდი წიგნი, რომელიც ოდესმე დაწერილა დედამიწაზე. დაუდგენელი –ჟანრობრივადაც, შინაარსობრივადაც: მას „გადამფრენი“ მწერალი წერს, ანუ ავტორი, რომელიც ყველა პატიოსან შემოქმედში ცხოვრობს. ასეთ ავტორთა ნაწერების თარგმანება კი, მოგეხსენებათ, ერთ წილ ადამიანობას ნამდვილად აღემატება და, ეს მხურვალე ძალა და თავგანწირვა მთარგმნელ-მწერალს მისთვის არ დაუკლია".